შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაღრაძე მელიაზე: პროკურატურამ რაც წარმოადგინა, ჩვენ გვჯერა იმის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39344 
 26 ივნისი 2019

"რა კითხვა უნდა დამისვათ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დამთავრდა, პროკურატურამ რაც წარმოადგინა, ჩვენ გვჯერა იმის, შეჩერდა იმუნიტეტი, განიხილავს პროკურატურა, განიხილავს სასამართლო, იმის მიხედვით... რაც წარმოადგინა, ჩვენ იმას დავეთანხმეთ, დანარჩენი არის პროკურატურის და სასამართლოს საქმე, ჩვენ ჩვენი აზრი გამოვხატეთ, ადამიანებმა უნდა იფიქრონ, სანამ ასეთ მოწოდებებს გააკეთებენ ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე. პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია