შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ისტორიაში ჩაიწერება, რომ პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39345 
 26 ივნისი 2019

ემზარ კვიციანის პარლამენტარებს სთავაზობს რომ ნიკა მელიას თავდებში ჩაუდგნენ, ამის შესახებ ემზარ კვიციანმა განცხადება პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, რის შემდეგაც პროკურატურას მისი დაპატიმრების უფლება ეძლევა:


„რაც შეეხება ნიკანორ მელიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად, დღესაც აგერ მოვიდა, ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს, ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა?

თუ არის საშუალება იმის, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნება, რომ თავდებში დაუდგეს ნიკანორ მელიას? არის თუ არა ასეთი შესაძლებლობა, აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის , ან შიდაპატიმრობა იყოს?

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლევა გაწირეს, რადგანაც მივიღეთ, მოვიყვანეთ და დავსვით აქ, კეთილი ინებეთ და კოლეგიალურობა დავიცვათ, მოვითხოვოთ, კი ბატონო, შიდაპატიმრობა, სანამ არ დასრულდება გამოძიება. არ არის აუცილებელი, პატიმრობა შეეფარდოს, 57 000 გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში ”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია