შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აღშფოთებული ადამიანების პოსტებს ვკითხულობდი და ერთი რაღაც გამახსენდა"..

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39358 
 27 ივნისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი გუშინ პ;არლამენტში უმრავლესობის მხრიდან ნიკა მელიასთვის მოხსნილ დეპუტატის მანდატს და ამ ფაქტის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს პასუხობს: 

"გუშინ პარლამენტის გადაწყვეტილებით აღშფოთებული ადამიანების პოსტებს ვკითხულობდი და ერთი რაღაც გამახსენდა..
2004 წელს მამაჩემი რომ დაიჭირეს, ესეთი საშინელი დღეები სულ რამდენიმე მახსენდება, პროკურატურაში ჩემი მეგობარი მუშაობდა, რომელმაც 1 ჭიქა წყალიც კი ვერ შეაწოდა შიშისგან, რეჟიმის შიშისგან , ადამიანურად გამხნევებაზე აღარ იყო საუბარი.

ოღონდ ეს ფაქტი მხოლოდ ნეტარებაა იმ ყველაფერთან შედარებით რაც მათ შემოქმედებით არსენალშია, უბრალოდ ეხლა ის ემოცია ამომიტივტივდა.. 
ჰოდა ეს ადამიანები რომ მორალს მიკითხავენ და თურმე “აღშოთებულები” არიან იქ ვხვდები რომ ძალიან სწორად ვიქცევი. 
მაშინ როცა ადამიანების დიდი ნაწილი მანკიერ ცხოველს ემსგავსება, ოღონდ თავის სასარგებლოდ რაღაც მოატრიალონ, იქ კამათს ან პოსტებზე კომენტარების პასუხს აზრი ეკარგება".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია