შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23299 
 27 ივნისი 2019
ნინოწმინდა–ახალქალაქში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს არსენ კარაპეტიანს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები კორეას და კიმ ჩენის მმართველობას აგონებს: „ნელ–ნელა კორეას ვემსგავსებით, როდესაც ივანიშვილის, რუსეთის მონის, მიერ გაცემულ ბრძანებას ასრულებს პარლამენტი და აკავებს იმ ადამიანებს, ვისი დასჯაც მათ სურს“. კარაპეტიანი იზიარებს თბილისში მომიტინგეების მოთხოვნებს და ამბობს, რომ თვადაც ესწრება აქციებს. აქციაზე იყო 20 ივნისის ღამეს, რა დროსაც დარბევა მოხდა: „გახარიას გასროლილი ტყვიები მეც მომხვდა, მაგრამ მიჩვეული ვარ. ორმა ბიჭმა ძლვის გამომიყვანა იქიდან, იმიტომ რომ ფეხში მქონდა მოხვედრილი და ფაქტობრივად ვეღარ დავდიოდი. გავაგრძელებ აქციებში მონაწილეობას, როგორც რიგითი მოქალაქე და არა პოლიტიკოსი.“სამცხე–ჯავახეთიდან თბილისის საპროტესტო აქციებზე ორგანიზებული გამგზავრება არ მომხდარა, თუმცა, ადგილობრივების ნაწილი, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ეტაპობრივად უერთდებიან, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. აქციებზე უკვე იყვნენ და კიდევ აპირებენ წასვლას „ვეროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ახალციხესა და ადიგენში, გელა დემეტრაძე და სიმონ პარუნაშვილი.„ვაპირებ კიდევ შევუერთდე აქციებს. ახლა ახალგაზრდების გამარჯვებაა ის, რომ მთავრობა დათანხმდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას. თუმცა დაარბიეს ახალგაზრდები, ყველას თავში დამიზნებით ესროდნენ და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გახარიამ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები უნდა გაგრძელდეს“,–ამბობს სიმონ პარუნაშვილი.„ხელისუფლებას, სულ სხვანაირად შეეძლო ემოქმედა და არ მიეყვანა სიტუაცია ასეთ ესკალაციამდე. ის ძალა, რაც გამოიყენეს, იყო არაპროპორცოიული და ასე დამიზნებით თავის არეში სროლაც, იყო იმისთვის, რომ ჰქონოდა სადამსჯელო ხასიათი და დაშინებულიყო თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობა, რაც არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ“, – ამბობს გელა დემეტრაძე. ახალციხედან, თბილისში მყოფ დემონსტრანტებს, რამდენჯერმე შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე: „საქართველო 2012 წლიდან ნელ–ნელა გადადის რუსეთის ხელში და 20 ივნისს იმდენად გათავხედდა, გავრილოვი დაგვისვა პარლამენტში. ეს, ყველაფერი არის ღალატი და ბიძინა ივანიშვილს ამის გადაფარვა უნდა მელიას დაკავებით”, – აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე.ოპოზიციის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის იდეა მოსწონთ, თუმც, ნულოვანი ბარიერით ჩატრებას ივანიშვილის მორიგ ხრიკად აფასებენ.„აფერისტულად შემოგვაპარა თავისი მორიგი ხრიკი, ვითომ ნულოვანი ბარიერით გაიმართოს არჩევნები და ამ ნულოვან ბარიერში კაცმა არ იცის, რას გულისხმობს და ვის შეიყვანს პარლამენტში“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭე“ რეგიონში მმართელი გუნდის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.ერთადერთი ვინც, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ეს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძეა.“ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მოღალატეები არიან. ისინი შტურმით აპირებდნენ პარლამენტის აღებას და ის პატრიოტი, კეთილი სურვილით გულანთებული ახალგაზრდები გამოიყენეს, მერე თვითონ დაიმალნენ და ისინი კანონს შეატოვეს“,–განაცხადა გიორგი კომაპძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისს დაიწყო, რომელსაც წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. ძალის გამოყენებით ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. [ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება