შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებ ბაღდასაროვებს საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23302 
 28 ივნისი 2019
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, ისინი ბაღდასაროვების სახლამდე მიიყვანენ ახალ მილს, შენობის ეზოში სამუშაოებს კი მერია უზრუნველყოფს.„შენობის გარეთ მილს მოვაწესრიგებთ, ადგილზე შევისწავლით და რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ, მუშაობას რამდენიმე დღეში დავიწყებთ“, – აცხადებს სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბესო ფილაური.ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად დაიწყებენ.„მესხეთის ქუჩაზე მდგომარეობა შევისწავლეთ და წყალკანალთან ერთობლივად გავაკეთებთ, სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს ჯერ ვერ გეტყვით“, - განმარტავენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ბაღდასაროვების ოჯახი მესხეთის ქუჩაზე, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებულ სახლში ცხოვრობს. მიშა ბაღდასაროვის თქმით, საკანალიზაციო მილი წლების წინ დაზიანდა, მისი გაკეთება კი ოჯახმა საკუთარი სახსრებით ვერ შეძლო.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია