შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23307 
 28 ივნისი 2019
„ტრადიციული რეწვა ეკონომიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, ჩვენი მიზანი ამ პოტენციალის წარმოჩენაა. ამ დღეებში ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია ადგილზე ისწავლოს ნივთების დამზადება“, – ამბობს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ხელმძღვანელი, ანა შანშიაშვილი.ფესტივალის ფარგლებში ტრადიციული რეწვის ოსტატები ღია მასტერ-კლასებს გამართავენ, გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და საჯარო ლექციები. დღევანდელი დღე 22:30 საათზე, იულიუს შტრაუმეს ინსტალაციით, ცენტრალურ მეჩეთზე ქართული ანბანის ნაქსოვი ორნამენტებით პროექციით დასრულდება.ნანა სუხაშვილი საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდიდან არის, მას ვკითხეთ, თუ რატომ აკეთებს უსახო თოჯინებს: "ერთნაირი? პირიქით ყველა განსხვავებულია, რადგან ყველა თოჯინას სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა იერი აქვს".„30 წელია ტრადიციული რეწვის ნიმუშებს ვაცოცხლებ. ფშავური ორნამენტებით ვამზადებ ყველა იმ ნივთს, რასაც ფშაველები იყენებდნენ. რამდენიმე წლის წინ ბუნებრივი საღებავების საწარმოც გავაკეთე, საღებავს ტრადიციული წესით, ბალახებით ვამზადებთ“, – გვითხრა თინა მაყაური–დათაშვილმა.აქ გიუმრიდან ჩამოვედი, ქალაქიდან რომელიც ვერცხლის ნაკეთობებით გამორჩეული იყო XIX საუკუნიდან. ტრადიციულ სომხურ ორნამენტებზე მასტერკლასსაც გავმართავ“ – ამბობს არტიომ სარგსიანი.„მე და რუსლანი მინაზე ვმუშაობთ, ვქმნით კერამიკულ ნივთებს და აბრეშუმის ნაკეთობებს, რომელსაც ტრადიციული აზერბაიჯანული ორნამენტებით ვაფორმებთ“, – გვითხრა ისლამ ჰაზატოვმა.ნინო მისრიაშვილმა ხეზე კვეთა მამისგან ისწავლა, მას შემდეგ ხეში ნივთების დამზადება მისი ძირითადი პროფესიაა: „ეს თასი მე და მამამ ერთობლივად გავაკეთეთ, დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდა, 3500 ლარად ვყიდით“.ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია