შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხუხაშვილი: მზად ვარ, ივანიშვილს ჩავკიდო ხელი და ერთად ვიმღეროთ გედის სიმღერა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივნისი 2019

“ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ისტორიული შანსი, რომ ააცილოს ამ ქვეყანას ის განსაცდელი, რომელიც ელოდება და სწორ განვითარების გზაზე გაიყვანოს.” – გია ხუხაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა 

გია ხუხაშვილის თქმით, ამისათვის მან უნდა შეწყვიტოს ეს მარიონეტების თეატრი, უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე და უნდა გახდეს 2020-ში არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტი და წავიდეს!

“ეს იქნება პირადად მისი გედის სიმღერა. და თუ ის ამ გზას ვერ ხედავს, ვერ ხედავს კარებს, მე მზად ვარ მივიდე მასთან, ჩავკიდო ხელი, ვაჩვენო ეს გზა, ერთად გავიაროთ და ერთად ვიმღეროთ გედის სიმღერა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია