შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შემოდგომის ფესტივალი სასულიერო სკოლაში

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 31 ოქტომბერი 2018


„ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს“ ამ დევიზით უკვე მეშვიდე წელია ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლა მასშტაბურ ფესტივალს მართავს. ქართული ტრადიციებით და კერძებით, ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრებით, ხელნაკეთი ნივთებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით წარსდგნენ მოსწავლეები სტუმრების წინაშე. შემოდგომის ფესტივალს როგორც საერო, ისე სასულიერო პირები დაესწრნენ.
„ჩემი საქართველო აქ არის“ – ამ სახელწოდებით ფესტივალმა სრულიად საქართველო გააერთიანა. კახეთი, რაჭა, იმერეთი, სამეგრელო, ფშავ-ხევსურეთი, შატილი, სვანეთი და აფხაზეთი. მოსწავლეებმა მთელი ბრწყინვალებითა და სიდიადით წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები, ტრადიციები და კულტურა. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები იყვნენ პედაგოგები და მშობლები. ფესტივალს სკოლის დირექტორი მამა პეტრე კვარაცხელია უძღვებოდა, რომელმაც საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსიც წაიკითხა.
სასულიერო სკოლამ შემოდგომის ერთი მზიანი დღე დღესასწაულად აქცია. „რწმენითა და სიყვარულით გაჯერებული ღონისძიება“ – ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ შემოდგომის ფესტივალი.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია