შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტიდან მარიხუანას კანონპროექტი გაიწვიეს

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 06 ნოემბერი 2018

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მთავროში  მარიხუანას საექსპორტო პოტენციალის მოდელი განიხილებოდა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოიყვანდნენ და გადაამუშავებდნენ მარიხუანას, გადამუშავებული პროდუქტი კი სამედიცინო მიზნებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და ექსპორტზე გავიდოდა . ინიციატივას საზოგადოების დიდი ნაწილისგან წინააღმდეგობა მოჰყვა, გაჩნდა უამრავი მოსაზრება,  ანუ სამედიცინო მიზნით მისი გამოყენება ვერ იქნება კონტროლირებადი, არც ისე კარგად წაადგება ქვეყანას და მარიხუანას ხშირი მოხმარება,    ცუდად აისახება მომავალ თაობაზე .

სწორედ იმიტომ, რომ კონსენსუსი ვერ შედგა,  საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს,  დაწესდეს რეგულაცია-შეზღუდვები იმისთვის,  რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, სკოლაში და ა.შ.  არასრულწლოვანების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ უნდა მოიხმარონ,  თუ მოიხმარენ, დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.

დაიდო უამრავი კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ მარიხუანას რეგულარულმა გამოყენებამ და გადამეტებულმა დოზამ, შესაძლოა ადამიანის ფსიქიკა დააზიანოს და შიზოფრენიით დაავადების შანსები გაზარდოს

შეგახსენებთ, რომ მარიხუანას დათესვა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით ისჯება.

ამ ეტაპისთვის  მთავრობამ  კანაფის კულტივაციის კანონპროექტი  პარლამენტიდან გამოიწვია.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია