შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახლა მინდა გავაკეთო აღიარებითი ჩვენება-სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39394 
 28 ივნისი 2019

თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ახალგაზრდების საპროტესტო აქციებს და მიიჩნევს, რომ ოლიგარქია დამარცხდება საქართველოში. სააკაშვილმა ბახტაძის და მთავრობის წევრების განცხადებებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირონიით უპასუხა.

"აღტაცებული ვარ იმით, რასაც ვუყურე ივანიშვილის სასახლესთან. სპეციალურად ააშენა თილისის თავზე რომ ვერ მიწვდეს ხალხი. ქვემოთ აქვს ბუნკერი, 5 სართულის სიღმის, იქ აქვს მომარაგებული პროვიანტი, იარაღი... ეს ვიცი ზუსტად, რადგან თავის დროზე, თბილისის მერიას სთხოვა ჯერ კიდევ 2012 წლმდე მის აშენებაზე ნებართვა. მაგრამ თვითონ არ არის თილისში, მოძრაობს ჭორვილასა და შეკვეთილს შორის. არის ძალიან შეშინებბული. პრაქტიკულდ კედელთან მიყუჟულია ვირთხა და მთავარია, იქიდან თავი არ დაიძრინოს.

ახლა მინდა გავაკეთო აღიარებითი ჩვენება. მართალია, რომ საქართველო კრიზისიდან, უშუქობიდან ამოვიყვანეთ, კრიმინალიდან გამოვყვანეთ და ევროპოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვაქციეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ გავზარდეთ და ეს ყველაფერი რატომ ვქენით იცით? - 2012-ში მინდოდა ივანიშვილის მოყვანა, რომ ყველაფერი პირიქით წასულიყო. ხალხმა რომ ნახა რა არის სწრაფი პროგრესი მსფოლიოში იმ ნაგავთან შედარებით რაც ვიყავით... მოვიყვანე ივანიშვილი, მერე გავაჩერებიინე ეკონომიკური ზრდა, 0%-ზე დავიდა, ლარი თითქმის ორჯერ დაეცა, ესეც ჩემი გაკეთებულია, რა თქმა უნდა, გავაძარცვინე ბიუჯეტი, გავაქცევინე ქვეყნიდან 1 მილიონი კაცი, ჩამოვიყვანე გავრილოვი, ერთხელ როცა პეზიდენტი ვიყავი და ეხლა ჩამივიყვანე კიდევ, ხომ ვიცოდი რაც მოჰყვებოდა გავრილოვის ჩამოსვლას და მერე ჩემი ნაყიდი დათვის სანადირო ტყვიები დავუშინე დონეცკის ფრონტიდან პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს, დინეცკში ვიყავი სანგრებში ჩასაფრებული. დღეს რომ გამოოდიოდა ის მოჯამაგირე ბახტაძე, ეგეც ჩემი დასმულია, მე მოვაყვანინე, მანამდე მილიონიანი ბიუჯეტი გავუკეთე, მერე უჩას ჩავუკარი თვალი და მე და უჩამ, ბახტაძეთან ერთად მილიარდ სამასი მილიონიდოლარი მოვაპარინე. მოკლედ რაც გაკეთებულია და გაფუჭებული ჩემი ბრალია... 

სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ეს ვიღაც ბახტაძე შემოულაწუნე კი არ არის, კი არის მოჯამაგირე, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომლემაც ივანიშვილს და უჩას მილიარდი მოაპარინა. რას ქვია გახარია სახლში წავიდეს? რუსეთის ოფიცილური რეზიდენტი, რომელმაც დაუშინა ტყვიები, რომელიც აკრძალულია... " - განაცხდა სააკაშვილმა.

მისი თქმით ოლგარქი უნდა მოშორდეს ქვეყანას, ისევე როგორც ეს მოხდა მოლდოვა, სომხეთსა და უკრაინაში. 
"ნიკა მელია ძალიან მაგრად მოიქცა, მაგრამ პირველ რიგში ამერიკელები ჩაერივნენ და არ დააჭერიენს, ყოჩაღ ნიკა, მე ტაშს ვუკრავ... ამ პირობებში ივანიშვილის საქმე არის წასული. ყვარყვარესავით დრბის ერთი რეზიდენტციიდან მეორეში და ყვარყვარეს დრო არ არის საქართველოში, 21-ე საუკუნეა, ფეოდალიზმის დრო დიდი ხანია დამთავრებულია" - განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუქ მიმართვაში.

წყარო: "ნიუპოსტი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია