შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს" - გავრილოვი საქართველოში მეორედ ჩამოსვლაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39413 
 28 ივნისი 2019

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს, ამჯერად პირადი გეგმებით. გავრილოვი ამბობს, რომ მზად არის "თუნდაც ხვალვე" კვლავ ჩამოვიდეს თბილისში.

"მე ძალიან მინდა, მე მაქვს პირადი გეგმები. ჩვენ ვგეგმავდით შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად ჩასვლას და პილიგრიმობას, როდესაც სიცხეები გადაივლის. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ იმიტომ, რომ ისეთი ადგილი, როგორც საქართველოა, სხვა ჩვენ არ გვაქვს,"- ამბობს გავრილოვი.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ თბილისში ჩამოსვლაზე მან რუსეთის პატრიარქ კირილისგან კურთხევა მიიღო.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს გასულ კვირას იმყოფებოდა. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხნა.

გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოთავსებული, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია