შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ქალაქის მერი სწავლობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23315 
 28 ივნისი 2019
მერიაში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე სადაც ეზოები, სარდაფები და საცხობი დაიტბორა, სამაშველო სამსახური მუშაობს.წვიმის შედეგად მთიდან ჩამოტანილმა ქვა–ღორღმა ასპინძის მიმართულებით საავტომობილო გზა ჩაკეტა. როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, მძიმე ტექნიკა უკვე ადგილზეა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.ახალციხეში, დღეს, 28 ივნისს, ძლიერი წვიმა 17:300 საათზე დაიწყო, უხვმა ნალექმა ქალაქში პრობლემები შექმნა. დაიტბორა თამარაშვილის ქუჩა, წყალი შევარდა საცხობში, სარდაფებში, ავტოფარეხებში და საცხოვრებელი სახლების ეზოებში.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება