შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხეზე ტრადიციული რეწვის ფესტივალი გრძელდება [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23317 
 28 ივნისი 2019
ფესტივალის გახსნას, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ახალციხის მერი, მხარის გუბერნატორი და USAID - ის მისიის დირექტორი დაესწრნენ.„ფანტასტიკური ფესტივალია, რომელსაც მხარს რამდენიმე მიზეზის გამო ვუჭერთ. პირველი ისაა, რომ სამცხე-ჯავახეთი სპეციფიკური იდენტობის მატარებელია, ეს კი იდეალური შესაძლებლობაა რეგიონის მიმზიდველობის გასაზრდელად. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს“. - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.ციტადელის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოებია გამოფენილი, რომელშიც 19 საუკუნის სამცხე-ჯავახეთია ასახული.ციტადელის მესხურ დარბაზში კი ქართველი ფოტოგრაფის, შალვა ლეჟავას ფოტოგამოფენაა სახელწოდებით „სამცხე-ჯავახეთის საცხოვრებლები - მემკვიდრეობა საფრთხეში“.დღეს, ფესტივალის პირველი დღე 21:30 საათზე შოთა საგანელიძის ვიდეო ინსტალაციით დაიხურება.ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. ფესტივალი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: მაკარლამა [Video]