შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხე – ასპინძის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23318 
 28 ივნისი 2019
ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მინაძესთან ძლიერი წვიმისგან ჩამოტანილმა მიწამ გზის სავალი მონაკვეთი ჩახერგა. რამდენიმე საათის განმავლობაში გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. „მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. მიმდინარეობს ცალკეულ მონაკვეთებში გაწმენდითი სამუშაოები“,–გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.ახალციხეში, ძლიერი წვიმა დღეს, 28 ივნისს, 17:30 საათზე დაიწყო. კლდიდან ჩამოშლილ მიწის მასაში მიკროავტობუსი და ტრაილერი ჩარჩა. შესაბამისად მოძრაობაც შეფერხებული იყო. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება