შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ლობიო, კიტრი და პომიდორი მიწასთანაა გასწორებული’ – სოფელი ზველი დაისეტვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივნისი 2019
სეტყვა ზველში გუშინ, 28 ივნისს საღამოს იყო. „შვიდი წუთი გაგრძელდა, ასეთი სეტყვა არ გვახსოვს სოფელში, ლობიო, კიტრო და პომიდორი სრულადაა განადგურებული, დაზიანებულია ვენახი და ხეხილი“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გელა დიასამიძე.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ იციან, თუმცა ამ დრომდე თვითმმართველობისთვის ადგილობრივებს არ მიუმართავთ.„იმ დღესვე ჩამაყენეს საქმის კურსში, როდესაც სოფელი დაისეტყვა, ძირითადად პურის ყანებია ქარისგან წაქცეული. თუ განცხადებები შემოვა მოსახლეობის მხრიდან განვიხილავთ, ამ ეტაპზე მე როგორც მაქვს ინფორმაცია სახლები არ არის დაზიანებული“, – განმარტავს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია