შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს შეკვეთილში თავს დაესხნენ - მირდატ ქამადაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39426 
 29 ივნისი 2019

ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ. ქამადაძის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ბათუმიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებოდნენ, რათა გიორგი გახარიას გადადგომა მოეთხოვათ.

,,გიორგი დიასამიძე მეგობრებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისიდან 18 საათზე გავიდა. ის შეკვეთილში მიდიოდა, სადაც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია. გზაში ქართულ ნომრიანმა მანქანამ რამდენჯერმე სპეციალურად შეუქმნა გიორგი დიასამიძის მანქანას დაბრკოლება. ბოლოს შუა გზაზე გააჩერა, გზა გადაუკეტა და მძღოლი გადმოვიდა. ის რუსულ ენაზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩვენს აქტივისტს, გიორგი რომ მივიდა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მას გატეხილი აქვს შუბლის არე. ეს იყო სუსის პროვოკაცია. ჩვენი ინფორმაციით მეორე მხარის ვინაობა დადგენილი აქვს პოლიციას.“- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მისივე თქმით, გიორგი დიასამიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია