შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ღონისძიებები მიმდინარეობს ახალციხის ციხეზე [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23330 
 30 ივნისი 2019
დღეს, 30 ივნისს, ახალციხის ციხეზე დილის 12:00 საათიდან მიმდინარეობს მესხი ფერმერების მიერ მომზადებული სოფლის პროდუქტების თაფლისა და ყველის სხვადასხვა სახეობების გამოფენა.ციხის პირველ ნაწილში გამოფენილია, ადგილობრივი მაია მაისურაძის თექით შესრულებული ნამუშევრები: „უკვე წლებია თექაზე ვმუშაობ და სხვასხვა აქსესუარებს თუ სამოსს ვაკეთებ. ყოველ ახალციხელობას მაქვს გამოფენა და ვცდილობ ჩემი ნამუშევრების პოპულარიზაცია მოვახდინო“.ციხის ტერიტორიაზე ნახავთ, სხვადასხვა ხელნაკეთ აქსესუარებსაც. დღეს ქალაქს სტუმრობენ სომხეთიდან ჩამოსული ხალხური რეწვის ოსტატები, რომლებმაც სომხეთის ხუთ რეგიონში ხელში დამზადებული ნივთეი ჩამოიტანეს. ისინი ასევე, რეწვის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას.„ჩვენს ორგანიზაციას ჰქვია „ჩვენი სომხეთი“ რომელიც აერთიანებს ხუთ რეგიონს და დღეს წარმოვადგენთ, ამ რეგიონის წარმომადგენლების ნამუშევრებს. ძალიან გვინდა რომ აქ მცხოვრებლებმა ნახონ ჩვენი ნამუშევრები“,–გვითხრა აშხენ ხუდავერდიანმა.ციხის პირველ ნაწილში მიმდინარეობს, გალა კონცერტიოსთვის ტექნიკის და სცენის მონტაჟი.ამის პარალელურად, ეწყობა შეჯიბრებები სხვასხვა სპორტულ სახეობებში. უკვე მესამე დღეა გრძელდება ტრადიციული რეწვის ფესტივალი, სადაც მონაწილეობას 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი იღებს, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა დილის 10: 00 საათიდან, რაბათის წმინდა მარინეს ეკლესიაში წირვით დაიწყო და 12:00 საათზე სხვასხვა ღონისძიებებით გაგრძელდა. ღესვე ციხის ტერიტორიაზე დაგილდოვდებიან სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები. ახალციხის მერია გამოავლენს ოთხ საპატიო მოქალაქეს. დღესასწაული ესტრადის მომღერლების კონცერტით დასრულდება.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია