შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება" - მაკო გომური

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39464 
 01 ივლისი 2019

18 წლის მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს თვალი დაკარგა , ევროპაში მკურნალობასთან დაავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, თვალი, რომელიც დაკარგა ვერ აღდგება, რადგან სროლის შემდეგ მის თვალში არაფერი დარჩა.

"მეგობრებო, სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას,რომ თვალ ახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე,თვალს გადავინერგავ. 
სროლის შემდეგ,ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა,ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!
გუგა,ბადურა,სკლერა,პიგმენტი-არაფერი არაა დარჩენილი,გარდა კუნთებისა,რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვავ ხელოვნურ თვალს,რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება,რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო.გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც,რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა(დაიხოცებიან)
გეფიცებით,თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა,მაგრამ დავკარგე;დდდდდ
ნუ დამტირით ხალხო. საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია,შეილება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო,მარა გადავრჩი(თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი.ვაზროვნებ,დავდივარ,ვლაპარაკობ-ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ,უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა,(აქ ჯამს ამბობენ დებილები) რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს;დ(საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა)
უბრალოდ აქ გავდივარ კონსულტაციებს,სწორად მიდის თუ არა მკურნალობა.
4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც)სჭირდება თვალს,რომ აღდგეს,დაიბრუნოს ფორმა,შეხორცდეს ჭრილიბები,შემდწგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე;დ 
მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი!ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!
კიბატონო,სახელმწიფო მაფინანსებს
ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი,მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას,ბიქაზ ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი." - წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია