შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39890 
 02 ივლისი 2019

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე მან კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა.

პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს გზების, სასმელი წყლის, ამბულატორიების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის საკითხები.

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია 6 მილიონი. ასევე იგეგმება 16 ახალი ამბულატორიის აშენება და 47 გარემონტდება. სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 მილიონია გამოყოფილი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი თანხები არის მობილიზებული მომავალი წლისთვის. 2019 წლიდან მოხდება მომავალი წლისთვის პროექტების შესყიდვა და სამშენებლო ტენდერების გამოცხადება“, –განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია