შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთის მიმართ აგრესიის" გამო ბათუმში A-Studio-ს კონცერტი შეიძლება არ ჩატარდეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39479 
 01 ივლისი 2019

ბათუმში, კლუბ UP2U-ში დაგეგმილი A-Studio-ს კონცერტის გაუქმება ან გადადება განიხილება. ამის შესახებ კლუბის მფლობელმა, ირაკლი ფირანიშვილმა On.ge-ს განუცხადა. ინფორმაცია თავდაპირველად აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. მისი თქმით, კონცერტის გაუქმება ან გადადება "რუსეთის მიმართ აგრესიის" გამო გადაწყვიტეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი ხვალ, ორ ივნისს მიიღებს. "ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა [მიზეზი], აგრესია რუსეთის მიმართ", — თქვა ფირანიშვილმა და აღნიშნა, რომ ინიციატორი თავად კლუბი იყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის გამო გამართული აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. 20 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი გაიმართება. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, რომელიც ჯგუფის სოლისტია, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. 2010 წელს საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა "ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება" შეასრულა. 2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა. 2018 წლის 5 მარტს მომღერალმა თქვა, რომ "რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი რომ არ აირჩიონ, 2008 წელი სიზმარი იქნება". 2018 წლის 17 მარტს კი მან გრიგორი ლეპსთან და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო მხარდასაჭერ კლიპში იმღერა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია