შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მან თვა­ლი გა­ი­ღო იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ აგ­ვე­ხი­ლოს… ნება ჩვენ­ზეა"…

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39492 
 01 ივლისი 2019

20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას 18 წლის სტუ­დენ­ტმა, მა­­კო გო­მურ­მა თვა­ლი და­კარ­გა. მო­ძღვა­რი მამა და­ვით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რომ­ლის სუ­ლი­ე­რი შვი­ლიც არის მა­ი­კო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“მსხვერ­პლი ყო­ველ­თვის უდა­ნა­შა­უ­ლოა!მან თვა­ლი გა­ი­ღო იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ აგ­ვე­ხი­ლოს… ნება ჩვენ­ზეა… თქვენ, ვინც არ­გუ­მენ­ტებს ასა­ხე­ლებთ და ძა­ლა­დო­ბას ამარ­თლებთ, თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დეთ თქვენს შვი­ლებს, ისი­ნი გე­ვედ­რე­ბი­ან, რომ შეწ­ვი­ტოთ ზი­ზღი! “არ და­ვე­ძებ თვალს, მამა და­ვით, ოღონდ რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს” – ეს თვე­ნი შვი­ლე­ბის პა­სუ­ხი­ცაა! შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მტრო­ბი­სა და ქიშ­პის მეტი არა­ფე­რი ვა­ყუ­რე­ბი­ნეთ! სპეც­რა­ზე­ლე­ბი ჩვენს გვერ­დი­თაც ყო­ფი­ლან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი რომ გა­უხ­დი­ად ამ­ბი­ო­ნად და ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლე­ბი “ქა­და­გე­ბენ”, თით­ქოს მათ­მა ცხოვ­რე­ბის წეს­მა და აზ­როვ­ნე­ბამ ქვე­ყა­ნას რა­ი­მე სი­კე­თე მო­უ­ტა­ნა! ამ თე­მა­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, მე და­ვას­რუ­ლე…ბავ­შვო­ბი­დან მა­ი­კოს თვა­ლებს იფი­ცებ­და მა­მა­მი­სი… გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მშო­ბე­ლი ყო­ველ­თვის გრძნობს შვი­ლის მო­მა­ვალს… თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დეთ თქვენს შვი­ლებს, სა­ნამ ჯერ კი­დევ სიყ­ვა­რუ­ლია მათ­ში, სა­ნამ სი­ძულ­ვი­ლით თვა­ლებს დავ­თხრით და და­ვიმსგავ­სებთ…”

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია