შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საინტერესო ესე შემხვდა - ქართული ენის და ლიტერატურის მეორე სესია დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23348 
 01 ივლისი 2019
"ჩემთვის გამოცდამ კარგად ჩაიარა, საათსა და 15 წუთში ყველა საკითხს მოვრჩი. საინტერესო ესე შემხვდა - "არსებობს მოსაზრება, რომ მოწინააღმდეგის დამცირება საკუთარი უძლურობის მაჩვენებელია". ჩემი მოსაზრებებით დავეთანხმე", - გვითხრა ნარინე ოგანესიანმა, რომელიც ახალციხის უნივერსიტეტში ეკოლოგიის შესწავლას გეგმავს."გამოცდის ჩასაბარებლად ასპინძიდან ჩამოვედი. საკითხები, რომელიც არ გამივლია, არ შემხვედრია, გამოცდით კმაყოფილი ვარ", - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა გიორგი ლოლაძემ.მეორე სესიაზე გამოცდისთვის რეგისტრაცია, საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში, 14:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი – 15:00 საათზე. გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი და 45 წუთია.ახალციხის საგამოცდო ცენტრის უფროსის, გელა ინასარიძის განმარტებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის მესამე და მეოთხე სესიებით გაგრძელდება.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი