შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23351 
 01 ივლისი 2019
28 ივნისის სტიქიის შემდეგ, თამარაშვილის ქუჩის N33-ისა და N35 ა-ს მიმდებარედ, ეზოებში კვლავ ლამი და სილაა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტალახისა და ლამის გამო, ავტოფარეხეში მანქანები ვერ შეჰყავთ: „არავინ მოსულა მას შემდეგ გასაწმენდად, არადა, გვჭირდება. აქ ეზოში ბავშვებიც თამაშობენ და ლამია სულ, სად უნდა გავუშვათ“. ქუჩაზე მცხოვრებლებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე, ღია არხი წარმოადგენს. მათი თქმით, ეზო იმიტომ დაიტბორა, რომ აქ არსებული საინაღვრე არხი ბოლოს წლების წინ გაიწმინდა, ახლა კი ნაგვით არის სავსე. სტიქიის დროს, სწორედ ის ჩაიკეტა და წყალმა ეზოები დატბორა. უკვე მესამე დღეა, ამავე არხიდან იჟონება წყალი პურის საცხობში. მისი მეპატრონე ამბობს, რომ ფურნეში ყველაფერი დაზიანდა და ობიექტი გასაუქმებელია. „დღეში რვაჯერ ვწმინდავ თონეს. სულ დაზიანდა შენობა და თონეც დასკდა. არხი გაბიდნულია სილით და ნარჩენებით, იქ წყალი აღარ გადის და საცხობში შემოდის. არხი უნდა გაიწმინდოს, მაგრამ ყურადღებას არავინ ააქცევს. ბოლოს ეგ არხი შვიდი წლის წინ გაწმინდეს, ეგ იყო და ეგ. ვიყავი მერიაშიც, მაგრამ საბოლოოდ, რა უნდა ვქნა და ვინ უნდა დამეხმაროს, ვერ გავიგე“, - ამბობს ფურნის მეპატრონე გიორგი მელიქიძეარხის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბობენ თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებიც. „ ეს არხი მთლიანად უნდა გაიწმინდოს, იმიტომ, რომ გაბიდნულია, მაგრამ არავინ ინტერესდება. ფული არ არისო, მეუბნებიან. მაინტერესებს, სარეზერვო ფონდი რისთვის არსებობს, თუ ასეთ რთულ მდგომრეობაში არ დაეხმარნენ ადამიანს“, - ამბობს პავლე თუმანიშვილი. ეზოს დატბორვის მიზეზად, ადგილობრივების ნაწილი სანიაღვრე არხზე არსებულ შენობებსაც ასახელებს. მათი თქმით, ავტოფარეხები და სათავსოები, რომლებიც მცხოვრებლებმა არხზე ააშენეს, პრობლემას ქმნის. „შენობების გაშენებამ დაკეტა არხი. რკინის „გარაჟები“ გამოიტანეს, შენობები გადმოდგეს და დაინგრა აქაურობა. ადრეც მოდიოდა აქ წყალი, მაგრამ ახლა ვეღარ დაეტია არხში და გადავიდა. დასაწყისში არხის სიღრმე ორი მეტრია, მაგრამ ბოლოსკენ ამოივსო სილით და ერთი მეტრი დარჩა. ახლა 82 წლისა ვარ და ბოლოს რომ გაიწმინდა, ალბათ 60 წლისა ვიყავი“, - ამბობს სარგის ერეგიანი.მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არხის გაწმენდით დაინტერესებული არ არის, რადგან ამისთვის დიდი თანხაა საჭირო. „ამბობენ, ტრაქტორი ვერ მიუდგება რომ გაწმინდოსო. მაგას ტექნიკა კი არა, მონდომება უნდა, მაგრამ ამ არხის გაწმენდას დაახლოებით 5 000 ლარი დასჭირდება და მაგისი გამოყოფა არავის უნდა“, – ამბობს ერთ–ერთი მცხოვრები. ახალციხსი მერიის ინფორმაციით, დატბორილ ადგილებს მერიის ტექნიკა გაწმენდს, თუმცა ისინი ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან: „მეორე დღესვე იყვნენ მისულები გასაწმენდად, მაგრამ თქვეს, ქვეშ სველია და ასე თუ აიფხიკება ნარჩენები, მის ქვეშ ასფალტი დაზიანდებაო. როგორც კი კარგად გაშრება, მერია უზრუნველყოფს ეზოების გაწმენდას“, - ამბობენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.რაც შეეხება სანიაღვრე არხს, ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტი არხის მხოლოდ იმ ნაწილს გაწმენდს, რომელიც საავტომობილო გზის ქვეშ არ გადის: „არხის ის მონაკვეთი, რომელიც საავტომობილო გზის ქვეშ არის მოქცეული, გზების დეპარტამენტის გასაწმენდია. დანარჩენს მუნიციპალიტეტი გაწმენდს. მიუხედავად იმისა, რომ არხი ცოტა ავარიულია“, - აცხადებენ მერიაში. ძლიერი წვიმა და ქარი ახალციხეში 28 ივნისს, 17:30 საათზე დაიწყო. სტიქიამ ყველაზე მეტად თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა დააზარალა.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამართალი