შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39505 
 02 ივლისი 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბოლო ათი დღეში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა დონეზე შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადებები კეთდება, რაც მათგან არ გასაკვირი არ არის.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. დაენგრა გავრილოვის ამბების ირგვლივ და გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოკუპანტის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამიტომ, აგონიაში მყოფი განცხადებები, მუქარა თუ შეპირებები გასაკვირი არ არის და აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მორიგჯერ დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა ქვეყანაში", - განაცხადა კაპანაძემ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ახლა მოცდა მოუწევთ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია