შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს” - ჯანდაცვის ახალი მინისტრი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39513 
 02 ივლისი 2019

გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა.

„მინდა ვიყოთ კორექტულები და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და გიორგი გახარიას ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოებრიობის დაცვა, რაც მან შეასრულა. ჩვენ გუნდში ვართ ერთიანი და გიორგის მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს",- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია