შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოლიგარქიული მახრჩობელაა შექმნილი, რომელიც ამონებს ხალხს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39528 
 02 ივლისი 2019

„ხელისუფლებას ის ივენთი, რისთვის სჭირდებოდა, რომ ეჩვენებინა შიგნით და გარეთაც, ნახე, რა სულწასული პოლიტიკოსები არიან ოპოზიციაშიც,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

გიორგი გუგავა „ქართული ოცნების“ მიერ „პროპორციული არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაციას გამოეხმაურა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის ღონისძიებაზე დასწრებას ეხმაურება. მან მკაცრად გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, ვინც, მისი თქმით, მმართველ გუნდს მადლობები უხადა.

„სჭირდებოდა ხელისუფლებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სისხლი დაღვარა რუსთაველზე, თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს, ჩაატარა ინკვიზიცია, ბართლომეს ღამე მოაწყო და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაესაჯა სამაგალითოდ ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ თავისუფლებისთვის, გამოვიდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და გამოვიდნენ ღირსებაშელახულები, იმის გამო, რომ თავზე დაგვასვეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ სიმბოლოში ადამიანი, რომელიც არის გამოცხადებული მტერი. ივანიშვილი არის დამნაშავე, მთავარი უბედურებაა ამ ქვეყნის.“ - განაცხადა გუგავამ.

გიორგი გუგავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნება არ ყოფილა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამის გაკეთება მას მოქალაქეების პროტესტმა აიძულა.

„კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით. ოლიგარქიული მახრჩობელაა შექმნილი პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, რომელიც ამონებს ხალხს, პირდაპირი გაგებით,“ - ამბობს გუგავა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა