შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპასთან ასოცირების საკითხებზე თელავში შეხვედრა გაიმართა

თვითმართველობა
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39198 
 28 მაისი 2019

თელავში ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” და ,,მედია ცენტრი კახეთის” კახეთის რეგიონული ჰაბის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ,,ევროპის დღეების” ფარგლებში ჩატარდა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და თელავის მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში.
კახეთის რეგიონული ჰაბის კოორდინატორის, ნატალია ცისკარაშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო თავისუფალი ვაჭრობის ასპექტები და DCFTA _ ისთან დაკავშირებული საკითხები.

,,კახეთის რეგიონული ჰაბი მუდმივად ახდენს მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირის და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თელავში გამართული შეხვედრაც ამისი შემადგენელი ნაწილი იყო. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე, რამაც დამსწრეების დიდი ინტერესი გამოიწვია”,– განუცხადა Knews.ge-ს ნატალია ცისკარაშვილმა.

პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია