შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მედალფას" კლინიკის ეზოში 50 წლამდე მამაკაცი სცემეს-მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39542 
 03 ივლისი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ  "მედალფას" ეზოში 50 წლამდე მამაკაცი სცემეს.

ჩვენთვის ნაცემი მამაკაცის ახლობლებისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებული გასულ კვირას სამედიცინო ცენტრში მისი ისტორიის მოსაკითხად მივიდა, რაც ადგილზე ვერ იპოვეს. ამის გამო მამაკაცმა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო წლებია მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობაზეა, რეგისტრატურაში მყოფ ქალბატონს  ხმამაღალი საუბარი დაუწყო. 

ახლობლების თქმით, მამაკაცი იხსენებს, რომ ამ დროს მასთან  ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მივიდა და ეზოში გასვლა სთხოვა, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდა: "გაუყვანია საავადმყოფოს უკანა ეზოში და თავში და წელს ქვემოთ ფეხები ურტყამს. ამის გამო, ის საოპერაციო გახდა. ვერ იხსენებს მამაკაცს,  ვინც სცემდა, გვეუბნება, რომ დარტმის შედეგად გონება დაკარგა. აქ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ახლა თბილისშია, ოპერაცია დასჭირდა"-გვიყვება ოჯახის ახლობელი. 

მისივე თქმით, მომხდარის შსახებ პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართაავთ, თუმცა პირტველ ეტაპზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოთხოვნის საკითხას დააყენებენ: "მისმა შვილმა მოითხოვა საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვა, თუმცა ამას თავისი პროცედურები და დრო სჭირდება. პოლიციასაც აუცილებლად მივმართავთ. ჯერ ველოდებით მის გამოჯანმრთელებას. ძალიან ძლიერად იყო ნაცემი. საშინელი დაზიანებები აქვს"-გვითხრა ქალბატონმა. 

მომხდართან დაკავშირებით ჩვენ მეტი დეტალის გარკვევას შევეცდებით "მედალფას" წარმომადგენლებთან და მათ კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია