შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი პროსტიტუციის ბაზარს დაითვლის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39563 
 04 ივლისი 2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წელს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავა, რაც ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს - ამის შესახებ განცხადება, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძემ გააკეთა. 

მათ შორის საუბარია ისეთი არალეგალური საქმიანობის შედეგების ეროვნულ ანგარიშებში ასახვაზე, როგორიცაა პროსტიტუცია და ნარკომანია. 

"ამის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. ამ საქმიანობის შედეგების ასახვა ეკონომიკაში რეკომენდირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და გაერო-ს მიერ. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ამ საერთაშორისო პრაქტიკაზე. რაიმე კონკრეტული კვლევის ჩატარება ამ მიმართულებით არ იგეგმება და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია სხვაგანაც არ ტარდება ეს კვლევა და ეფუძნება სხვადასხვა სახის წყაროებს და სხვადასხვა სახის შეფასებებს. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, ამ სექტორში არსებული მოვლენების შეფასებას არაპირდაპირ და მის ასახვას ეროვნულ ანგარიშებში“, - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი. 

კითხვაზე - კონკრეტულად რა წყაროებს დაეყრდნობა პროსტიტუციის ბაზრის შედეგები, გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საქსტატი საერთაშორისო პრაქტიკას სწორედ ახლა ეცნობა. 

"კონკრეტულად ვერ გეუბნებით, ალბათ ერთ თვეში ან თვენახევარში მეტი ინფორმაციის მოწოდება შემეძლება, რადგან ამ მეთოდოლოგიის გაზიარებაზე ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან და ვეცნობით გაერო-ს და სავალუტო ფონდის გაიდლაინებს და ანგარიშებს, რომელიც ეძღვნება ამ კონკრეტულ მიმართულებას“, - განმარტავს თოდრაძე

მისი თქმით, საქსტატი შესაბამის მონაცემებს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

წყარო:bm.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია