შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„შეშლილები, რომლებიც თვლიან, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, ყოველთვის აღწევენ მიზანს!“ - სტივ ჯობსის ცხოვრების წესი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39568 
 04 ივლისი 2019

„შეშლილები, რომლებიც თვლიან, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, ყოველთვის აღწევენ მიზანს!“ – ამბობს სტივ ჯობსი, რომელიც როგორც ჩანს, ერთ-ერთია „შეშლილთა“ შორის.

 გთავაზობთ სტივ ჯობსის ფრაზებს:

შემოქმედება – განსაკუთრებული აღქმაა. როცა ხელოვანს ეკითხები, რა გააკეთა, თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ დაინახა და თავისებურად აღიქვა.

კარგად მახსოვს პირველი სამუშაო დღე. ახალ ხელმძღვანელს ენთუზიაზმით ვუთხარი, რომ ყველაზე მეტად ელექტრონიკა მომწონდა, მან კი, მიპასუხა, რომ ყველაზე მეტად ქალებთან არშიყი მოსწონდა… იმ ზაფხულს მართლაც უამრავი ახალი, საჭირო ინფორმაცია მივიღე.

იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ადრე მივაგენი საყვარელ საქმეს.

კარგი განათლების მისაღებად სჭკვიანი ადამიანის ხელმძღვანელობაა საჭირო, რომელიც თქვენს ცნობისმოყვარეობას გააღვიძებს და მუმივად შეძლებს მის „გამოკვებას“. სამწუხაროდ, კომპიუტერი ვერასდროს გამოდგება განათლების მისაღებად.

სინანულის გარეშე დავთმობდი ყველა ტექნოლოგიას სოკრატეს კომპანიაში გატარებული საღამოსთვის.

მჯერა თანაბარი შესაძლებლობების, თუმცა არ მჯერა თანაბარი შედეგების.

განსხვავებას ვერ ვხედავ მხატვარს, მეცნიერს და ინჟინერს შორის, რადგან ჩემთვის სამივე საინტერესო ადამიანია, რომელიც თავისებურად ცდილობს მიზნის მიღწევას – შექმნას ის, რასაც ფასეულად თვლის და მისცეს სხვებს საკუთარი ქმნილებით სარგებლობის საშუალება.

ადამიანმა ხშირად არ იცის რა უნდა და სულ იმის იმედზეა, ვინც დაეხმარება საკუთარი სურვილების გარკვევაში.

გქონდეს იმაზე მეტი ფული, ვიდრე ცხოვრების მანძილზე შეძლებ დახარჯვას – დიდი პასუხისმგებლობაა. თავს მოვალედ ვთვლი დავხარჯო ბევრი ფული, თუმცა არ ვიცი, როგორ დავაბანდო სამყაროს განვითარებაში, უბრალოდ დავურიგო მათ, ვისაც სჭირდება, თუ საკუთარი ფასეულობების რეალიზაციაში დავხარჯო.

ფულის სწორად ხარჯვა უფრო რთულია, ვიდრე მისი შოვნა.

წარმატებული ბიზნესმენი წარუმატებლისგან განსაკუთრებული სიჯიუტით განსხვავდება.

მიზნის მისაღწევად არა მოტივაცია, არამედ იდეის, პრობლემის ან შეცდომის ქონაა საჭირო, რომლის შესრულება ან გამოსწორება გინდათ, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ, მოთმინება არ გეყოფათ.

მართალია, ზოგჯერ ცხოვრება აგურს გვირტყამს თავში, მაგრამ მაინც არ ღირს დათმობა!

ინტუიცია – ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რომელიც ინტელექტს სჯობია.

სიკვდილი – ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა.

fortuna.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია