შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გავრილოვის ღამეს" დაშავებული მაკო გომური თბილისში დაბრნდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39595 
 05 ივლისი 2019

20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას დაშავებული 18 წლის მაკო გომური, რომელმაც რეზინის ტყვიისგან მიღებული დაზიანების გამო თვალი დაკარგა, გუშინ გვიაბ ღამით გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა, სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მაკო გომურმა ჟუნრალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის კურსს თბილისში გაივლის და საჭიროების შემთხვევაში ისევ გერმანიაში გაემგზავრება:

„ერთადერთი გეგმა ახლა რაც მაქვს, რომ თვალის გამოჯანმრთელება მივიყვანო ბოლომდე და დავისვენო კარგად, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს დამღლელი დღეები გამოვიარე, რამდენიმე თვე ვიქნები საქართველოში, რომ გამოჯანმრთელდეს თვალი და დავბრუნდები ისევ იქ თუ საჭირო გახდა რა თქმა უნდა.“- განაცხადა მაკო გომურმა.

გოგონამ, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი დარბევის სიმბოლო გახდა, კომენტარი საპროტესტო აქციის მონაწილეებზეც გააკეთა, რომლებიც უკვე მე-16 დღეა ხელისუფლების ძალადობას რუსთაველზე აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ:

„ყველა ძალიან მიყვარს, სათითაოდ. ყველას ჩავეხუტებოდი სათითაოდ რომ შემეძლოს.“- აღნიშნა მაკო გომურმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა