შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საზარელი ავარია ოზურგეთში-მდინარეზე მიმავალი ბიძა და ძმიშვილები ტრაქტორით გადაბრუნდნენ (ექსკლუზივი)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39598 
 05 ივლისი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, საზარელი ავარია მოხდა გუშინ ოზურგეთში.

სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა, როცა ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა.

მდინარეზე მისვლამდე მძღოლმა ტრაქტორის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. 

როგორც ერთ ერთი ადგილ;ობრივი გვიყვება, ერთ-ერთ ბავშვს ფუძის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენები კი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები: "ორი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, ერთი მგონი წელს უნდა შესულიყო სკოლაში, ეს არის ყველაზე პატარა ასაკით და მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მართვით სუნთქვაზეა ეს პატარა თურმე. ასეთი მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახი ჩემს სოფელში სხვა არ მეგულება"-გვიყვება ქალბატონი. 

"გურიის მოამბე" ცდილობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მას მიღებისტანავე მოგაწვდით. 

წყარო: "გურიის მოამბე" 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია