შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოვიდა "დახეული ჯინსების" თაობა"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39600 
 05 ივლისი 2019

"37 მანეთიანი ბილეთის" თაობა როგორც იქნა დასრულდა...ესაა ჩემი აზრით ყველაზე დიდი შედეგი რაც ევროპული გზის შეუქცევადობამ მოგვცა. მოვიდა თაობა, გაიზარდა თავისუფალი, "დახეული ჯინსების" თაობა, რომლებსაც უფრო სწორი შეხედულებები და ღირებულებები აქვთ. რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ, იციან განათლების გარეშე ცხოვრება რომ გაუჭირდებათ, იციან რომ "ნაშებით" ტრაბახი მაგარი გოიმობაა, იციან რომ ოჯახისთვის უნდა დაოჯახდნენ და არა სექსისთვის, იციან რომ ცოლი ქალია და არა პოვარი ან ინკუბატორი, იციან რომ თუ ერთად ყოფნა აღარ ენდომენათ ყალბი ოჯახის შენარჩუნებას გამართლება არა აქვს, იციან ხვალ რა უნდა აკეთონ, გეგმავენ თავიანთ მომავალს ძირითადად თავიანთი თავის იმედად, იციან რომ ოჯახში თუ საჭიროა კაცმაც უნდა აკეთოს ქალის საქმე და პირიქით, იციან შვილები მარტო დედამ რომ არ უნდა აღზარდოს და აბსოლუტურად თანაბარი უფლებები და პასუხისმგებლობა აკისრიათ, იციან რომ არა მარტო ცოლის არამედ ქმრის ღალატიც დაუშვებელია, უფრო ხალასები არიან, ფერადები, არა დაშტამპულები და კომპლექსიანები, იციან როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორ დაალაგონ ის... არანაირი ძალა არ არის რომელიც მათ ამ შინაგან თავისუფლებას დაათმობინებს... ამიტომ უნდა დავუთმოთ მათ ასპარეზი, ვეღარ შეითრევთ მათ ნაცრისფერ რუსეთში, მათ არ უნდათ "37 მანეთიანი" ბილეთები იმისთვის, რისთვისაც თქვენ მისტირით იმ დროს, არც "ბოთლი კანიაკით" აღებული დიპლომები სჭირდებათ... მოკლედ მომავალი ამ ფერადი, გაუყიდავი, ანთებული, ნიჭიერი, ლამაზი თაობისაა, რომლებმაც სხვათა შორის წინა თაობებზე უკეთ იციან ნამდვილი არსი ქრისტიანობისაც და სხვებზე უკეთ იცავენ ოჯახის სიწმინდეს! მე მჯერავს თქვენი ჩვენო ახალგაზრდობავ, მიყვარხართ, მეიმედებით, ნუ გეშინიათ ფულზე გაყიდული ბიუროკრატიის, ისინი ვერ შეეწინააღმდეგებიან თქვენს აზვირთებულ, ახალგაზრდულ, გულწრფელ ენერგეტიკას"!-წერს ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია