შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კარიკატურული გახდა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი"- დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39601 
 05 ივლისი 2019

რომც დააკავონ მელია ან სხვა პოლიტიკოსები, არავის ეშინია ამათი დაკავების, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამათი დაკავება ძალიან ხანგრძლივი ვერ იქნება. წინ არჩევნებია, წინ პროპორციული საარჩევნო სისტემაა მოსაპოვებელი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, როდესაც პოლიტიკოსებს პოლიტიკურად ერჩი და სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებ, ეს იმ პოლიტიკოსებს აძლიერებს, ვისაც ერჩიან.

„დაცვა, როცა არ იცი, არც თავდასხმა იცი, მითუმეტეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება შეძლებს თავდამსხმელის როლში გამოჩნდეს უკეთ. არაფერს ვამბობ სამართლიანობაზე, იმიტომ რომ ტყუილია, რასაც აკეთებენ. ეს იმას გავს - 5 გოლს რომ გაუშვებს გუნდი და მერე გადაწყვეტს, რომ ახლა უნდა შეუტიოს და ისევ გაუშვებს გოლს. ესე იგი, გავრილოვის ჩამოყვანაც ჩავაწყვეთ ჩვენ და ასეთი ფართომასშტაბიანი შეთქმულებაც, თუ ასე სპონტანურად გავრილოვი მათ ჩამოიყვანეს, მერე სასწრაფოდ მოხერხდა ამდენი ადამიანის მობილიზება, ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკურ შეკვეთებში? - ეს ხომ არასერიოზულია,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევიდან 2 კვირის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება დაბნეულია.

„ამ ვითარებაში ეს ადასტურებს ხელისუფლების უპრინციპობას, უცოდინრობასთან ერთად. კარიკატურული გახდა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. ეს მე არ მიხარია, არც ერთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც არ აღმოჩნდება იმ პასუხისმგებლობის ღირსი , რომელიც მას საზოგადოებამ დააკისრა, არაა კარგი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის მუხრუჭია“, -აცხადებს ბერძენიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია