შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არ ირჩევენ საპატიო მოქალაქეებად ახალციხელ ახალგაზრდებს?

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23398 
 05 ივლისი 2019
2013 წლიდან დღემდე ახალციხის საპატიო მოქალაქედ 22 ადამიანი დასახელდა. მათ შორის ათი ხელოვნების, ორი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელია, სამია სასულიერო პირი, ერთი სპორტსმენი, ერთი ექიმი, ერთი მასწავლებელი, ერთ-ერთი ნომინანტის სახელს ეკლესიის მშენებლობა უკავშირდება, ერთი გაზეთის რედაქტორი, ერთი ადმინისტრაციული სფეროს წარმომადგენელი, ერთი კი ახალციხესთან დამეგობრებული ქალაქის ინგლისის ნიუკასლის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარეა.აღსანიშნავია, რომ დღემდე ახალციხის საპატიო მოქალაქედ ახალგაზრდა არ დასახელებულა.საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც შესარჩევი კომისიის ერთ-ერთი წევრია, ვკითხეთ, თუ რატომ ვერ ხვდებიან საპატიო მოქალაქეებს შორის ახალგაზრდები: „ახალგაზრდა აირჩა, ზიგმუნდ ზილბერშტეინი, რომელიც, როგორც ვიცი, 50 წლამდე ასაკისაა. მთავარია მოსახლეობამ იაქტიუროს და დააყენოს კანდიდატურა. აქამდე არ წამოუყენებიათ ასეთი“, - გვითხრა გელა ნოზაძემ.ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამუნა კაპანაძე ფიქრობს, რომ ქალაქში საპატიო მოქალაქეობას ახალგაზრდებიც იმსახურებენ: „ვფიქრობ, მოიძებნებიან ისეთები, ვინც ამ ტიტულს იმსახურებს. ჩემი აზრით, ახალგაზრდები იმიტომ არ სახელდებიან, რომ ჟიურის წევრებში ძირითადად უფროსი თაობის ადამიანები არიან“.ახალგაზრდების დასახელების მომხრეა ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, ასევე საპატიო მოქალაქის მოქალაქის შესარჩევო კომისიის წევრი ცირა მესხიშვილიც. მისი თქმით, ერთსა და იმავე თანამდებობაზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საპატიო მოქალაქეობის სტატუსის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს: „მხარეში საპატიო მოქალაქეობის წოდებას მივანიჭებდი, მაგალითად „ნასა“ –ში გამარჯვებულ ბავშვებს (მულტიკლიმატიზატორის გამომგონებლები, ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი, რომლებიც „ნასა“–ში მიიწვიეს, რედ.), რომლებმაც ქალაქს დიდი სახელი მოუტანეს; ასევე – გიორგი ნათენაძეს, რომელმაც მესხური ღვინო მსოფლიოს გააცნო. საქმის კარგად კეთება, რომელშიც ხელფასს იღებ, არ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს საპატიო მოქალაქეობის განმსაზღვრელი“.ცირა მესხიშვილის თქმით, საპატიო მოქალაქის ტრადიცია, აღდგენისას, 2013 წელს მაღალჩინოსნებმა „დაამახინჯეს“: „ხალხს ვერ გაამტყუნებ, ვიღაცა რომ აშავებს სათავეში, მერე ადამიანებიც იჯერებენ, რომ ვინც ირჩევა, საპატიო მოქალაქეობას იმსახურებს“.ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, სამი კრიტერიუმისგან შედგება:ა) განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.„საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორია ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის“, – ვკითხულობთ საპატიო მოქალაქედ არჩევის დადგენილებაში.30 ივნისს, „ახალციხელობა 2019“–ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ახალციხის ოთხი საპატიო მოქალაქე დაასახელეს. ესენი არიან: სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩი, „ადგილის დედა – ახალციხეს“ რედაქტორი იზოლდა წიქარიშვილი, ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი და ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარიამ კარაპეტიანი. საპატიო მოქალაქეობის ტრადიცია ახალციხეში 1986 წლიდან იღებს სათავეს. სხვადასხვა დროს, მუნიციპალიტეტის გამოჩენილი და საპატიო მოქალაქეების სია ასეთია:რეზო დავითის ძე ჩხეიძე 1986 წ.აკოფ სიმონის ძე ვაირადიანი 1986 წ.ნიკოლოზ რაფაელის ძე ბეგიშვილი 1986 წ.პეტრე პავლეს ძე ნასყიდაშვილი 1987წ.ბენიამინ აკოფის ძე თუმასიანი 1987წ.ივანე(მალხაზ) ცისკაძე 1999წ.გიორგი ავალიშვილი 1999წ.იროდიონ გველესიანი 1999წ.ნოდარ(პაკო) ყელბერაშვილი 1999წ.დავით ცუცქირიძე 1999წ.კახაბერ კეკელია 1999წ.ნოდარ სურმანიძე 1999წ.იოსებ აკოშვილი 1999წ.ირაკლი კოპლატაძე 1999წ.შარლ აზნავური 2000 წ.გიორგი ჭანტურია 2001წ.ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე თეოდორე 2005წ.ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი 2006 წ.ვაჟა აზარაშვილი - 2013 წ.თემურ ყვითელაშვილი - 2013 წ.თემურ ჩხეიძე- 2013 წ.დეკანოზი, მამა სტეფანე - 2014 წ.ომარ ჯაყელი - 2014 წ.ვახტანგ კვესელაძე - 2014 წ.მერაბ ბერიძე - 2015ვასილ კვინცხაძე - 2015 წ.ელგუჯა კოპაძე - 2015 წ.თინათინ ჯაყელი - 2016 წ.ნათელა იაძე - 2016 წ.ლელა ნაროზაული - 2016 წ.ცისანა ახვლედიანი - 2017 წზიზიგმუნდ ზილბერშტეინი - 2017 წ.დევიდ ფოლკნერი - 2017 წ.ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე(კალაიჯიშვილი) 2018 წ.მარიამ ჟუჟუნაძე -2018 წრუზანა მელიქიანი -2018 წ[ავთო ინასარიძე - ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება