შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის პროგრამა იწყება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39613 
 05 ივლისი 2019

გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას დაესწრნენ გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ოზურგეთის საკრებულოს წევრები, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები.

ამირან გამყრელიძემ დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაცია და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიურ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხებზე.

შეხვედრაზე ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე და დასახული მიზნების მისაღწევად ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობაზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება