შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39616 
 05 ივლისი 2019

 "წადით "ნაცებიც" და "ქოცებიც" და ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, თორემ უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ქართველები ერთმანეთს ვეტაკებით რუსის გამო!"-მოდელმა თეკლა ჩიჯავაძემ, 20 ივნისის აქციის შესახებ ჟურნალ "გზა"_ში  ისაუბრა: 

"ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი შეურაცხყოფაა და გასაკვირი არცაა, რომ ხალხი გარეთ გამოვიდა. მომხდარის შემდეგ გავაანალიზე, რომ მთავრობა ისევ წარსულში გვაბრუნებს და ეს ძალა სასწრაფოდ არის შესაცვლელი. სირცხვილია,

ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო. 20 ივნისი ჩემთვის მძიმე გასახსენებელია. იქ ვიყავი, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ. შუა და უკანა რიგებში მდგარი ადამიანები ვერ ვაანალიზებდით, რატომ გვესროდა სპეცრაზმი გაზის შუშხუნებს, რადგან ჩვენ წინა რიგებში მომხდარ გაწევ-გამოწევაში არ ვმონაწილეობდით, ვიდექით მშვიდობიანად. მთავრობამ კი არ დაგვინდო..."

"მთავრობა იმართება ერთი პირისგან, რომელსაც არ აქვს ქართული მენტალური ხასიათი, ქვეყანასა და ხალხს არათუ პროგრესისკენ, არამედ რეგრესისკენ მიათრევს. მათი არასწორი ნაბიჯების შედეგად ხალხი ღარიბდება, რაც თავისთავად, ქვეყნის გაღარიბებას იწვევს და ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის..."


"თითქოს ერთ ტერიტორიაზე გვკეტავენ და სურთ, გაღარიბებულ ხალხზე იბატონონ. 2012 წელს მთავრობის ცვლილება ძალიან სწორი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საჭიროა, რომ 8 წელში ერთხელ შეიცვალოს მთავრობა, რადგან მათი მმართველობა ტირანიაში არ გადაიზარდოს..."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა