შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აქციის დაშლის შემთხვევაში, საქართველოს დიდი ალბათობით ისევ ესტუმრება გავრილოვი"- ირინა სარიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2019

არ დავიღლები ამაზე ლაპარაკით  -ირინა სარიშვილი ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს :

"არ დავიღლები იმაზე ლაპარაკით რომ ახალგაზრდობის აქციის დაშლა და უშედეგოდ დასრულება არ შეიძლება! 

მოვთოკოთ ყველამ ნერვები, გავიაზროთ რომ სასწორზე ბევრად მეტი რამ დევს ვიდრე ჩვენი თავმოყვარეობაა და მივიდეთ 7 საათზე საღამოს ყველა პარლამენტთან! 

ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ რამხელა მახე აქვს დაგებული მათთვის და ამ ქვეყნისთვის კრემლს და ივანიშვილს და როგორ ცდილობს მათთან გარიგებულიუ პატარა ჯგუფი მათი მუხტის ჩაქრობას, რასაც მოჰყვება რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ ქვეყნის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული. უკვე დაიწყეს გამოშვებული ადამიანების უკან ციხეში შებრუნება! სისხლის სამართლის საქმეები იღძრება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ნაცვლად იმისა რომ პასუხი ვაგებინოთ პოლიტიკურ დამნაშავეებს – ივანიშვილს და გახარიას. აქციის დაშლის შემთხვევაში კი საქართველოს დიდი ალბათობით ისევ ესტუმრება გავრილოვი და ეს რასაც ნიშნავს ახალგაზრდაც და ძველგაზრდაც კარგად უნდა ხვდებოდეს! 

ამიტომ ყველა – დიდიც და პატარაც აზრზე მოვიდეთ და ვიდგეთ ერთად!

ვისაც შეგვიძლია ყველა საღამოს 7 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე, სადაც ახალგაზრდები თანატოლებისთვის თვალების დათხრას აპროტესტებენ!"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია