შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩიბათში ძუ მგელი მოკლეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39625 
 06 ივლისი 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ძუ მგელი მოკლეს, რომელიც ფერმერებს აზარალებდა.

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს 5 საათისთვის მოხდა. 29 წლის მონადირემ, ნუგზარ კუკულაძემ კუთვნილ ფერმასთან შენიშნა მტაცებელი:

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტაცებელი ჩემს ფერმას მოადგა. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი საქონელი დამიგლიჯა, 2 ბინას მიყიდდა ბათუმში. ორი დღე ვყარაულობდი, და საღამოს 5 საათისთვის გამოჩნდა. მგელი საკმაოდ ჭკვიანი ცხოველია და მასთან სიფრთხილეა საჭირო. როცა დავინახე, მეორე მხრიდან მოვუარე, რათა ახლოს მივსულიყავი. სათოფეზე კი მივუახლოვდი და ტყვიაც დავახალე. ძუ მგელი აღმოჩნდა,“ _ გვითხრა მონადირემ.

მისივე თქმით, ლანჩხუთში 11 მონადირეს აქვს აღებული სპეციალური ნებართვა, რომელიც მგლის მოკვლის უფლებას იძლევა, თითოეულ მათგანს კი 7-ის მონადირება შეუძლია.

„ყველა შეწუხებულები ვართ. ჩემს გვერდით ფერმაზე ისევ გამოჩნდა ნადირი წუხელ გვიან და ძროხა შეუჭამა. საკმაოდ არის მომრავლებული. მგელს წესი აქვს, რომ მარტო არ დადის ხოლმე და ეტყობა ჩემს მიერ მოკლულთან ერთად სხვაც იყო,“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია