შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით საუკეთესო შედეგი ლაგოდეხს აქვს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31024 
 08 ივლისი 2019
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით კახეთის რეგიონიდან ყველაზე მაღალი შედეგების მქონე მუნიციპალიტეტად ლაგოდეხი დასახელდა.
ბოლო ადგილზე კი გურჯაანია და საქართველოს მასშტაბით 64 მუნციპალიტეტიდან 56-ე ადგილს იკავებს.

ლაგოდეხი საქართველოს მასშტაბით მესამეა, ბათუმისა და რუსთავის შემდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება სამი თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 100-მდე კრიტერიუმს აერთიანებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

გასულ წლებთან შედარებით ამ კუთხით შედეგები გააუარესეს სიღნაღისა და გურჯაანის მუნციპალიტეტებმა.

საბოლოოდ, ლაგოდეხის შემდეგ საუკეთესო შედეგი აქვს თელავს, მესამე ადგილზეა ახმეტა, მეოთხეზე საგარეჯო, მეხუთეზე სიღნაღი, მეექვსეზე ყვარელი, მეშვიდეზე  დედოფლისწყარო, მერვეზე კი გურჯაანი. 

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, საუკეთესო შედეგი კახეთიდან ლაგოდეხის საკრებულომ აჩვენა - 87%, რაც წინა წელთან შედარებით, 44%-ით გაუმჯობესებულია. გაუარესების კუთხით კი ამ შემთხვევაშიც, მერიების მსგავსად, სიღნაღი და გურჯაანი ლიდერობს.

შეფასება, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.




სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია