შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23415 
 07 ივლისი 2019
თემაზე #შენიუსაფრთხოებისთვის #ForYourSafety ტრენინგი/საინფორმაციო შეხვედრა 13 ივლისს, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის (CIA) ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება და იგი ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.პროექტის მიზანია ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის/მუქარის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება, პრევენცია, რეაგირება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სათანადო მექანიზმების მხარადაჭერა.ღონისძიების ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:Ø კიბერ ჰიგიენა, პერსონალური მონაცემები და მათი დაცვა ონლაინ სივრცეში;Ø ქალთა მიმართ განხორციელებული კიბერ ბულინგი;Ø სამართლებრივი ასპექტები;Ø კიბერ სოლიდარობა;ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მცხოვრებ საკითხით დაინტერესებულ 15-35 წლის ნებისმიერ პირს.დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ონლაინ ფორმის შევსება, არაუგვიანეს 12 ივლისისა. დასწრება თავისუფალია.[თაკო ფეიქრიშვლი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი