შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთში გამდიდრებული ჩრდილოელი ოლიგარქი"- "ეკონომისტის" მწვავე სტატია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39647 
 07 ივლისი 2019

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალი "ეკონომისტი" კრიტიკული სტატიას აქვეყნებს. გამოცემის შეფასებით, ათასობით ახალგაზრდას მიმართ რომელიც ქუჩაში გამოვიდა, სპეცრაზმელებმა მეტისმეტად მწვავე რეაგირება მოახდინეს და ხელისუფლებამ ლეგიტიმურობა დაკარგა. ჟურნალი წერს, რომ ივანიშვილი, რომელიც ხალხს თავს სააკაშვილის ტირანიის დამმარცხებლად აჩვენებდა, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს.

გამოცემა ივანიშვილს დემოკრატიას უწუნებს და მას რუსეთში გამდიდრებულ ჩრდილოელ ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ხელში ჩაიგდო. ეკონომისტი წერს რომ ივანიშვილი შეეცადა ძირი გამოეთხარა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის რომელსაც მხარს ევროპა და ამერიკა უჭერდა. კრემლმა კი ივანიშვილის ამ საქციელისთვის წაახალისა კიდეც. 

ეკონომისტი არაერთ სტატიაში აკრიტიკებს ივანიშვილს. გამოცემა წერს, რომ ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და დაინტერესებულია უძველესი ხეების გემებით ტრანსპორტირებით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა