შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება ისე იზამს, რომ თავს მთელს მსოფლიოში მოიჭრის" - დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39661 
 08 ივლისი 2019

"მე მგონი რომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ თავს მოიჭრიან მთელს მსოფლიოში".

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი პროკურატურის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მუხლით გადაკვალიფიცირებას, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით.

საბჭოთა კავშირის დროს გადიოდა ასეთი სერიალი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი მიულერი ამბობს, რომ არაპროგნოზირებადი ლოგიკის ცნობა შეუძლებელიაო. ასეა ჩვენი ხელისუფლებაც.

ხელისუფლებას კი ვამბობ, მაგრამ იგულისხმება ერთი ადამიანი, ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ის იტყვის შეთქმულებაა და სახელმწიფო გადატრიალება და ესენიც დარბიან. ეტყობა, გავრილოვის შემდეგ შეშინდა და ახლა რუსებს უგზავნის მესიჯს, რომ მისი მტერი არ არის. რა შეიძლება ამაზე რომ თქვა.

რა შეთქმულება, რის სახელმწიფო გადატრიალება? ჩვენ გვინახავს სახელმწიფო გადატრიალება ტანკებით რომ მიადგნენ პარლამენტს, იყო ასეთი მომენტი საქართველოს ისტორიაში.

მეც ვიყავი შეთქმულებაში ეჭვმიტანილი "ნაციონალების" დროს, მაგრამ, იმათ იმდენი ჭკუა მაინც ჰქონდათ, რომ საქმე არ აღუძრავთ, იცოდნენ, რომ სერიოზული შედეგი მოჰყვებოდა, რადგან ეს არის უმძიმესი ბრალდება და ამის მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. ეს რომ დაამტკიცო უტყუარი ფაქტები სჭირდება. მე მგონი რომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, ბოლოს ისე იზამენ, რომ თავს მოიჭრიან მთელს მსოფლიოში.

ხალვაშის სასარაგებოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ არა, უფრო მგონია რომ არა, მაგრამ ხელისუთფლება მაინც შეეცდება თავის სასარგელოდ ინტერპრეტაციებს მაინც გააკეთებს. ეს ხელისუფლება წარმავალია და მალე დამთავრდება ეს მარაზმი იმ არჩევნებში, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია