შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ჩანდურაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული რემი პოღოსიანი ამ დრომდე ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოშია და მკურნალობას აგრძელებს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 08 ნოემბერი 2018
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის ალექსანდრე თოროაინის თქმით, პაციენტის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელია: „მას მხოლოდ თავზე აქვს პატარა ჭრილობა, არანაირი გამოკვლევა აღარ სჭირდება, დღეს, ან ხვალ გავწერთ საავადმყოფოდან“.რემიკ პოღოსიანი სოფელ ჩანდურაში, გუშინ, შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, დაშავდა. იმის შესახებ თუ რა მოხდა სოფელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რემიკ პოღსიანი მათი მხარდამჭერია და ამის გამო მას „ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ახალგაზრდებს შეკამათება ფეხბრუთის თამაშის დროს მოუხდათ დაპოლიტიკური მოტივი აქ გამორიცხულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ დაზარალებული დაპირისპირების ფაქტს უარყოფს და მისი ვერსიის სისწორის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. "სამხრეთის კარიბჭე" დაშავებულს ვერ დაუკავშირდა, მას მობილური ტელეფონი არ აქვს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, პოღოსიანს ტელეფონი დეპირისპირების დროს დაუმტვრიეს. შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი