შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქურდობის სამ ეპიზოდსა და ასევე, ძარცვაში ბრალდებული ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მას ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი დაემუქრა და უთხრა, რომ თუ რეგიონს არ დატოვებდა, მისი პირადობა და სხვა დოკუმენტები, რომელიმე დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებოდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 07 ნოემბერი 2018
ამის შესახებ ბრალდებულმა დღეს, შვიდ ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში განაცხადა: „წარსულში ნასამართლევი ვარ. ორი თვის გამოსული ვიყავი ციხიდან, ახალციხეში რომ ჩამოვედი და პოლიციელებმა სამმართველოს უფროსთან წამიყვანეს. დოკუმენტები და საზღვარგარეთის პასპორტი წამართვეს. ახალციხის სამმართველოს უფროსმა ლევან ტორუამ მითხრა, რომ ახალციხეში და ზოგადად სამცხე–ჯავახეთში აღარასდროს ჩამოხვიდე, თორემ ამ შენ პირადობას და დოკუმენტებს რომელიმე დანაშაულის ადგილზე ნახავენო. წადი თბილისშიო და პრობაციაც იქ გადაიტანეო. მერე მისი მოადგილე შალვა წამყვა პრობაციაში და მაიძულეს თბილისში გადამეტანა“. ა.მ. ახალციხეში, სოფელ პამაჯში 86 წლის ქალის ძარცვაშია ბრლადებული. ამასთან ერთად მას ბრალი ედება ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სახლის გაქურდვისთვის და იაძის ქუჩაზე ლითნის კარის კონსტრუქციების მოპარვისთვის. ა.მ–ს ადანაშაულებენ საბარგო სადგურიდან რკინის სკამების ფეხების მოპარვაში. ა.მ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ რკინის სკამებისა და კარის ნაწილები ნამდვილად მან მოიპარა და ჯართში ჩააბარა, რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩაზე სახლისა და სოფელ პამაჟში 86 წლის ქალის ძარცვას, აცხადებს, რომ ეს მას არ ჩაუდენია.„ის ნივთები, რომლებიც მაგ სახლებიდან დაიკარგა პოლიციელებმა ჩემ სახლში ძალით ჩადეს“, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზში და დაამატა, რომ მას რეგიონის სამმართველოს უფროსმა მუქარა შეუსრულა. ა.მ. საქმეზე მორიგი სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება