შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით?"- ბექა გოჩიაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39673 
 08 ივლისი 2019

ვერასდროს, ვერანაირად, ქართველი ვერ იქნება პროვოკატორი რუსეთთან,- ასე ეხმიანება ქართველი პიანისტი, ბექა გოჩიაშვილი გიორგი გაბუნიას უცენზურო მონოლოგს.

„ვერასდროს, ვერანაირად, ქართველი ვერ იქნება პროვოკატორი რუსეთთან. მითუმეტეს დღევანდელ პოლიტიკაში. ემოციურად ვინმე თუ იუზრდელებს პირდაპირ ეთერში, ვლადიმერს ძალიან კიდია. გაბუნია ძალიან პატარა საზომია რუსეთისთვის, იმათთან შედარებით ვისგანაც დაუნდობელ კრიტიკას და ხშირად უტაქტო განცხადებებს იღებს, სხვადასხვა ქვეყნის პრესისგან და ტელევიზიისგან.ყველაზე უტიფრობად ის მიმაჩნია, გაბუნიას გინებით რომ ხართ პატრიოტულად შეშინებულები და ამ დროს, რაც რეალურად საშიში იყო: 2 კვირის უკან - რუსი დეპუტატი გვეჯდა პარლამენტში და რჩევა-დარიგებებს იძლეოდა.ტატუნაშვილის შემდეგ, ქართველ მაგინებელს პროვოკატორს როგორ ეძახით? რამოდენიმე ათასობით ხალხი იყო ქუჩაში გასული საქართველოში რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგის არ შეგვშინებია, გაბუნია ჩესტზე ვის შეეხო მაგრა კიდია რუსეთს, დამიჯერეთ”,- დაწერა პიანისტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება