შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვასაძემ ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39688 
 09 ივლისი 2019

ჩვენ ხელზე გვაქვს მშვიდობის მანიშნებელი ხელსახვევი, ბატონ ვასაძეს კი ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველო“ უერთდება ანტისაოკუპაციო აქციას და მეორე მხარეს დგანან პრორუსული იდეოლოგიის მქონე ადამიანები.

"ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საქართველოში მოხვდა აბსოლუტური ლუსტრაცია, საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის თამადობით სხვა და სხვა ძალადობრივი ჯგუფები რომლებიც აქამდე აფიქსირებდნენ ღიად პრორუსულ იდეებს ღიად ჩადგნენ უნისონში რუსეთის მთავრობასთან, კრემლის პრესსპიკერთან ერთად ქართველი ხალხის წინააღმდეგ პუტინის დაცვაში. წინ არის ჩვენი სამშობლო მისი თავისუფლება, ევროპისკენ გზა და იქით მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც ასე ღიად, ურცხვად გველაპარაკებიან რუსული ტექსტებით და მოგვიხმობენ დედა რუსეთისკენ. აქ არიან შეკრებილი ადამიანები რომლებიც არიან განწყობილი მშვიდობისკენ ჩვენ გვაქვს ხელზე მშვიდობის მანიშნებელი ხელსახვევი, ბატონ ვასაძეს კი ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხავებული აზრის მქონე ადამიანებს." - განაცხადა უგულავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია