შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველო რუსეთზე რაც უფრო დამოკიდებული გახდება, კრემლს მით უფრო აწყობს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39726 
 10 ივლისი 2019

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი  თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ ტელეწამყავნი გიორგი გაბუნიას ერაეთიკური განცხადების გამო რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა ვერ გაწყდებოდა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლება არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

“მოსკოვში მიხვდნენ, რომ უკეთესი იქნება, თუ საქართელოსთან მიმართებით შენარჩუნდება ის ურთიერთობები, რაც ბოლო შვიდი წელია, არსებობს. საქართველო რუსეთზე რაც უფრო დამოკიდებული გახდება, ეს კრემლს მით უფრო აწყობს, შესაბამისად, უარი თქვეს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციებს დაწესებაზე. გაბუნიას გამო ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ვერ გაწყდებოდა“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკურ სანქციებს ქართველი ხალხის პატივისცემის გამო არ დაუწესებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია