შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დევი ჭანკოტაძის თქმით საქართველოს ჯარს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 08 ნოემბერი 2018
,,საქართველოს არ დაუწყია ომი და არ დაუბომბავს მძინარე ცხინვალი, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით" - ასე მიმართა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერიდან.  2008 წლის აგვისტოს ომის დროს არტილერიას ხელმძღვანელობდა. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანას ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება. დევი ჭანკოტაძის თქმით, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. „2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე, საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბია მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ. რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენ ბიჭები გაასამართლოს,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები