შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილს ატოცში რუსი სამხედროები არ დახვდნენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 08 ნოემბერი 2018
დღეს საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა და იმ ადგილას მივიდა, სადაც 1 ნოემბრიდან რუსმა სამხედროებმა რკინის ბადეების გავლება დაიწყეს. საპრეზიდენტო კანდიდატმა გამყოფი ხაზი გადაკვეთა. ვიზიტის დროს მავთულხლართებთან რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ. ,,ეს არის ის, რასაც არ შეიძლება რომ შევეგუოთ. ეს არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილი, ეს არის ის, რაზეც მოვალმა პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, პირველ რიგში; რომ ეს საოკუპაციო ხაზი მიშალოს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები. უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგოამრეობაზე; რომელსაც არ შეუძლია, რომ მშვიდად იცხოვრობს. პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდელი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების უსაფრთხოებაზე. უსაფრთხოების გარეშე არ არის მშვიდი ცხოვრება, განვითარება; მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე. როგორც ჩვენ ხელი შევუწყეთ მაღალმთიან რეგიონებს, ასევე უნდა ვიზრუნოთ ამ რეგიონზე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები